ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ღაზაში "ჰამასის უდიდესი გვირაბი" აღმოაჩინეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში "ჰამასის" უდიდესი გვირაბი" აღმოაჩინეს, რომელიც ოთხი კილომეტრის სიგრძისაა, მისი სიღრმე კი 50 მეტრამდეა.
IDF-ის განცხადებით, გვირაბი სატრანსპორტო საშუალების გასატარებლად საკმარისად ფართოა და აღჭურვილია ელექტროენერგიით, ვენტილაციისა და კომუნიკაციის სისტემებით.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გვირაბი ისრაელამდე ვერ აღწევს, თუმცა მთავრდება ახლად დახურულ ერეზის გადაკვეთაზე ჩრდილოეთით ისრაელი-ღაზას საზღვარზე. IDF-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისრაელის სამხედროები ამტკიცებდნენ, რომ გვირაბი "ჰამასის" ჯარების გადაადგილებისთვის და თავდასხმების დასაწყებად შეიქმნა.
იხილეთ ასევე:
· ისრაელის ჯარების განცხადებით, "ჰამასის" გვირაბების 800 შახტა აღმოაჩინეს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.