ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელმა სამხრეთ ღაზაში სამკვირიანი ოპერაციისას 250 შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელა და 6 გვირაბი გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში სამკვირიანი ოპერაცია დაასრულეს, რომლის დროსაც ექვსი გვირაბი გაანადგურეს, 250-ზე მეტი შეიარაღებული ადამიანის ლიკვიდაცია განახორციელეს და 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.
აღნიშნული ოპერაცია ისრაელელმა სამხედროებმა ხან-იუნისსა და დეირ ალ-ბალაჰის გარეუბნებში აგვისტოს დასაწყისში დაიწყეს და ექვსი გვირაბი - საერთო ჯამში, დაახლოებით, ექვსკილომეტრიანი მიწისქვეშა გადასასვლელი - გაანადგურეს. ზოგიერთ გვირაბში შეიარაღებული პირების ლიკვიდაცია განახორციელეს და იარაღი აღმოაჩინეს.
ამასთან, ხან-იუნისში, ჰამად თაუნის საცხოვრებელ კომპლექსში, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ექვსი მძევლის ცხედარს მიაკვლიეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.