ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალები - სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე ხუთი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომლებიც მეჩეთში იმალებოდნენ

სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე ხუთი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომლებიც მეჩეთში იმალებოდნენ, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქალაქ ტულკარემში მდებარე მეჩეთში დამალული პალესტინელი შეიარაღებული პირების ლიკვიდაცია მიმდინარე კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა.
დაღუპულებს შორის ადგილობრივი დაჯგუფების ლიდერი, მუჰამედ ჯაბერია, რომელსაც ისრაელი ტერაქტების დაგეგმვაში ადანაშაულებდა. ასევე, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მუჰამედ კასასი დააკავეს, რომელიც „ისლამური ჯიჰადის“ სამხედრო ფრთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია.
ისრაელის თავდაცვის ძალებთან ერთად ოპერაციაში მონაწილეობა უსაფრთხოების სამსახურმა „შინ ბეთმა“ და სასაზღვრო პოლიციამ მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.