ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიაში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდ

გერმანიაში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
შემთხვევა ქალაქ ზოლინგენში მოხდა, როდესაც ზოლინგენის მოსახლეობა ქალაქის 650 წლის იუბილეს აღნიშნავდა.
პოლიცია თავდამსხმელს ეძებს. ამ დროისთვის, მისი ვინაობა უცნობია.
„დღეს საღამოს, ზოლინგენში, ჩვენ ყველანი შოკში ვართ. ყველას გვსურდა ქალაქის იუბილე ერთად აღგვენიშნა, ახლი კი დაღუპულები და დაშავებულები უნდა ვიგლოვოთ“, - განაცხადა ქალაქის მერმა, ტიმ კურცბახმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.