არქივი25 სექტემბერი, 2024, 14:54
ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში 100-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში 100-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
საჰაერო იერიშებში მონაწილეობა ისრაელის საჰაერო ძალების ათობით მოიერიშე თვითმფრინავმა მიიღო.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დღეს, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან საფედის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვა.
„ჰეზბოლას“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.