ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 140 ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 140 ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 140 ობიექტს დაარტყეს.
ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავების სამიზნე ბეირუთში მდებარე „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობები და ინფრასტრუქტურა იყო.
ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოიერიშე თვითმფრინავებმა ათობით სარაკეტო გამშვებს დაარტყეს, რომლებიც ისრაელისკენ იყო მიმართული.
შეგახსენებთ, გუშინ, ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი დაბომბა, რის შედეგადაც, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განხორციელდა. ჰასან ნასრალას სიკვდილი „ჰეზბოლამაც“ დაადასტურა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.