არქივი9 აპრილი, 2024, 10:09
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ერდოღანი „ჰამასის“ მხარდასაჭერად თურქი ხალხის ეკონომიკურ ინტერესებს სწირავს
ერდოღანი „ჰამასის“ მხარდასაჭერად თურქი ხალხის ეკონომიკურ ინტერესებს სწირავს, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ერდოღანი „ჰამასის“ მხარდასაჭერად თურქი ხალხის ეკონომიკურ ინტერესებს კიდევ ერთხელ სწირავს“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.
როგორც ისრაელ კაცმა აღნიშნა, საპასუხოდ, ისრაელი იმ პროდუქციის გაფართოებულ სიას მოამზადებს, რომელთა ექსპორტშიც თურქეთს ხელს შეუშლის.
შეგახსენებთ, დღეს, თურქეთმა ისრაელს სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა, რომელიც ძალაში იქამდე დარჩება, სანამ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას არ გამოაცხადებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.