არქივი10 აპრილი, 2024, 08:50
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - თუ ირანი თავდასხმას საკუთარი ტერიტორიიდან განახორციელებს, ისრაელი უპასუხებს და შეტევას ირანში განახორციელებს
ისრაელი ირანის ტერიტორიიდან თავდასხმის საპასუხოდ შეტევას ირანში განახორციელებს, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„თუ ირანი თავდასხმას საკუთარი ტერიტორიიდან განახორციელებს, ისრაელი უპასუხებს და შეტევას ირანში განახორციელებს“, - წერს ისრაელ კაცი X-ზე.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სირიაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმისთვის ისრაელი უნდა დაისაჯოს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.