ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ ისრაელთან დაკავშირებული გემის დაკავების შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
„აიათოლა ხამენეის რეჟიმი კრიმინალური რეჟიმია, რომელიც „ჰამასის“ დანაშაულებს მხარს უჭერს და ახლა საერთაშორისო სამართლის დარღვევით მეკობრულ ოპერაციას აწარმოებს.
ევროკავშირს და მთელ თავისუფალ სამყაროს მოვუწოდებ, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად დაუყოვნებლივ გამოაცხადონ და ირანს სანქციები დაუწესო“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა.
ცნობისთვის, დღეს, ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ისრაელთან დაკავშირებული საკონტეინერო გემი დაიკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.