პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყეს

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყეს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის სამიზნეები მოიცავდა ტერორისტების ინფრასტრუქტურას, სათვალთვალო პუნქტს და „ჰეზბოლას“ კუთვნილ შენობა-ნაგებობებს.
ამასთან, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ მათმა არტილერიამ გუშინ, ლიბანის საზღვრის გასწვრივ საფრთხის აღმოსაფხვრელად რამდენჯერმე იმოქმედა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.