ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გალანტი: IDF-მ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი მოკლა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი მოკლა. იოავ გალანტი ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ სარდლობას ქალაქ საფედში სტუმრობდა, სადაც ჰეზბოლას წინააღმდეგ ისრაელის არმიის წარმატებაზე ისაუბრა.
"სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი განადგურებულია. დარჩენილი ნახევარი კი ან იმალება ან ტოვებს ლიბანს" - თქვა იოავ გალანტმა.
გალანტის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარი მიზანი ჩრდილოეთში არის ის, რომ იძულებით გადაადგილებული ისრაელელი მოსახლეობა თავიანთ სახლებში დაბრუნდეს. როგორც ცნობილია, ისრაელი ამ მიმართულებით რამდენიმე ალტერნატიულ პოლიტიკას ამუშავებს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.