არქივი24 აპრილი, 2024, 13:35
იოავ გალანტი - სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ მეთაურების ნახევარი ლიკვიდირებულია
სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ მეთაურების ნახევარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
„სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ მეთაურების ნახევარი ლიკვიდირებულია, მეორე ნახევარი კი იმალება“, - დასძინა იოავ გალანტმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთში ისრაელის მთავარი მიზანი ათიათასობით დევნილი ისრაელის მოქალაქის საკუთარ სახლებში დაბრუნებაა.
„ამ საკითხის გადასაჭრელად რამდენიმე ალტერნატივას განვიხილავთ და ამ მხრივ მომავალი პერიოდი გადამწყვეტი იქნება“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.