არქივი6 იანვარი, 2024, 07:44
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაისროლეს
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაისროლეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მერონის მთასთან ახლოს აფეთქებების ხმა ისმოდა და ისრაელის ჩრდილოეთ რაიონებში განგაში გამოცხადდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ საპასუხო საარტილერიო ცეცხლი გახსნა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.