არქივი8 იანვარი, 2024, 19:27
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ სირიაში „ჰამასის“ წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს
სირიაში „ჰამასის“ წევრის, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებაზე იყოს პასუხისმგებელი, ლიკვიდაცია განვახორციელეთ , - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ „ჰამასის“ წევრი ჰასან აკაშა სამხრეთ სირიის ქალაქ ბეიტ ჯინში მოკლეს.
„ჩვენ სირიის ტერიტორიიდან ტერორიზმს არ დავუშვებთ და სირია პასუხისმგებელია ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც მისი ტერიტორიიდან მომდინარეობს. ჩვენ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ გავაგრძელებთ მოქმედებას“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.