არქივი6 იანვარი, 2024, 08:28
ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო
ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო.
„ჰეზბოლას“ განცხადებაში ნათქვამია, რომ მერონის მთასთან ახლოს მდებარე ისრაელის სამხედრო ობიექტების მიმართულებით 62 რაკეტა გაუშვეს.
„ჰეზბოლას“ ცნობით, განხორციელებული თავდასხმა გასულ კვირას ლიბანში „ჰამასის“ ლიდერის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობაზე პასუხს წარმოადგენს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ საპასუხო საარტილერიო ცეცხლი გახსნა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.