ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჰუმანიტარული პაუზის დასრულების შემდეგ, ღაზიდან სრაელის ქალაქებისკენ დაახლოებით 50 რაკეტა ისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჰუმანიტარული პაუზის დასრულების შემდეგ, ღაზიდან სამხრეთ ისრაელის ქალაქების მიმართულებით დაახლოებით 50 რაკეტა ისროლეს.
განგაშის სიგნალები ჩაირთო აშდოდში და მახლობელ თემებში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ რაკეტები ქალაქ თელ ავივის მიმართულებითაც გაუშვა.
რაკეტის სირენები ისმის ჩრდილოეთ ქალაქ კირიატ შმონაში და მარგალიოტის მიმდებარე თემში, ასევე ისრაელის ცენტრალურ რაიონებში. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ „საეჭვო საჰაერო სამიზნე“გაანადგურა, რომელიც ცოტა ხნის წინ ისრაელის საჰაერო სივრცეში ლიბანიდან შევიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.