ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი - როდესაც „ჩარჩო“ დასრულდება ჩვენ მტკიცედ დავუბრუნდებით ჩვენს ოპერაციებს

სამხედროები მტკიცედ გააგრძელებენ ბრძოლას მიმდინარე სიმშვიდის ბოლოს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ჰერზი ჰალევიმ განაცხადა.
“ისრაელის თავდაცვის ძალები და მისი სამხედროები ბოლომდე იბრძვიან ჩვენი ხალხის სიცოცხლის დასაცავად, და ამავდროულად ისრაელის თავდაცვის ძალების ღირებულებებს ინარჩუნებენ. მძევალი ბავშვებისა და დედების პირველი ჯგუფის გასათავისუფლებელი ჩარჩოსთვის პირობები შევქმენით ამ პაუზის განმავლობაში.
როდესაც „ჩარჩო“ დასრულდება ჩვენ მტკიცედ დავუბრუნდებით ჩვენს ოპერაციებს, მძევლების გათავისუფლების გაგრძელებისთვისა და „ჰამასის“ სრული დაშლისთვის,” - განაცხადა ჰალევიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.