ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ჰუმანიტარული პაუზის შემდეგ ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებები უფრო ძლიერი იქნება

ჰუმანიტარული პაუზის შემდეგ ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებები უფრო ძლიერი იქნება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ახლა თქვენ რამდენიმე დღე გაქვთ, ჩვენ დავუბრუნდებით ბრძოლას და გამოვიყენებთ იმავე რაოდენობის და უფრო მეტ ძალას.
გახსოვდეთ, რომ სანამ თქვენ ისვენებთ და ემზადებით, მტერიც იმავეს აკეთებს", - განუცხადა სამხედროებს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ღაზაში ზავი ორი დღით გახანგრძლივდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.