არქივი19 ნოემბერი, 2023, 11:11
ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელმა, ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ, 60-ზე მეტი სამხედრო დაკარგა
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში კიდევ 3 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ, მათი 61 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპული ჯარისკაცების ჩათვლით, ისრაელის შეიარაღებული ძალების ჯამური დანაკარგი 380-ს აჭარბებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.