ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში „ჰამასის“ სამი მეთაურია ლიკვიდირებული

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში გამანადგურებელი თვითმფრინავებით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს „ჰამასის“ სამი მეთაური ემსხვერპლა.
თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ დარტყმები სამხედრო დაზვერვის დირექტორატის მიერ მათი ადგილსამყოფლის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შემდეგ განხორციელდა.
მათივე ინფორმაციით, ასევე საჰაერო იერიში მიიტანეს და გაანადგურეს შენობა, რომელსაც „ჰამასი“ სხვადასხვა მიზნით, მათ შორის იარაღის საწყობად, იყენებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.