არქივი22 აგვისტო, 2024, 13:25
ისრაელის თავდაცვის ძალები - რაფაჰში 50-მდე ტერორისტის ლიკვიდაცია განვახორციელეთ
რაფაჰში 50-მდე ტერორისტის ლიკვიდაცია განვახორციელეთ, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, თელ სულთანის რაიონში, შეიარაღებული პირების წინააღმდეგ სამხედროებმა დრონი გამოიყენეს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზაში, სალაჰ ად-დინის სკოლის მიმდებარედ მდებარე „ჰამასის“ იარაღის საცავს დაარტყეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.