ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალები - ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 55-მდე რაკეტა ისროლეს

ლიბანიდან ზემო გალილეასა და გოლანის მაღლობების მიმართულებით დღეს დილით 55-მდე რაკეტა გაისროლეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლიბანის ტერიტორიიდან დღეს დილით ორი სარაკეტო იერიში განხორციელდა, პირველი შეტევის დროს 40-მდე რაკეტა ისროლეს, ცოტა ხნის შემდეგ კი, კიდევ 15.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტების ნაწილი მოიგერიეს, ნაწილი კი ღია ტერიტორიებზე დაეცა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ ათობით რაკეტა ორ სამხედრო ბაზას ესროლა, რაც გუშინ ისრაელის მიერ ლიბანის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმაზე პასუხი იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანის ტერიტორიიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ, ერთ-ერთ გამშვებს დაარტყეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.