ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში „ჰამასის“ ათობით ობიექტი გავანადგურეთ

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა და დრონებმა, გასული დღის განმავლობაში, ღაზაში „ჰამასის“ კუთვნილ ათობით ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეები მოიცავდა ინფრასტრუქტურას, რაკეტების გამშვებ პოზიციებს, „ჰამასის“ შეიარაღებულ წევრებსა და სადამკვირვებლო პუნქტებს. ამასთან, ისრაელის საზღვაო ძალებმა ღაზას ცენტრალური სანაპიროს გასწვრივ დარტყმები განახორციელეს.
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ იფთაჰის სარეზერვო ბრიგადამ მათ სამოქმედო არეალში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეამჩნია და დრონით დარტყმა მოითხოვა. კიდევ ერთი ინციდენტის დროს, რეზერვისტებმა შენობაში ტერორისტული უჯრედი შენიშნეს და საარტილერიო და საჰაერო მხარდაჭერა მოითხოვეს. იერიშის შედეგად „ჰამასის“ რამდენიმე წევრი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.