არქივი27 აპრილი, 2024, 06:10
„ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი - „ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლეს შეთავაზებაზე ისრაელის პასუხი მიიღო
„ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლეს შეთავაზებაზე ისრაელის პასუხი მიიღო, - ამის შესახებ განცხადებას „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი, ხალილ ალ-ჰაია ავრცელებს.
„დღეს, „ჰამასმა“ 13 აპრილს ეგვიპტისა და კატარისთვის წარდგენილ შეთავაზებაზე სიონისტური ოკუპაციის ოფიციალური პასუხი მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხალილ ალ-ჰაიამ აღნიშნა, რომ ახლა „ჰამასი“ ისრაელის პასუხს შეისწავლის.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.