არქივი27 აპრილი, 2024, 08:08
ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელის სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე ორი პალესტინელი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს
ისრაელის სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე ორი პალესტინელი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ამი შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ორმა შეიარაღებულმა პალესტინელმა ქალაქ ჯენინთან ახლოს მდებარე სალემის საგუშაგოზე ისრაელელი სამხედროების წინააღმდეგ ცეცხლი ავტომობილიდან გახსნეს.
ისრაელელი სამხედროების საპასუხო ცეცხლის შედეგად, ორივე თავდამსხმელი გარდაიცვალა.
ინციდენტის შედეგად ისრაელელი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.