ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რამდენიმესაათიანი უწყვეტი ავიადარტყმების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზას დასაკავებლად სახმელეთო შეტევა დაიწყეს - Axios

რამდენიმესაათიანი უწყვეტი ავიადარტყმების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზას დასაკავებლად სახმელეთო შეტევა დაიწყეს - Axios

”რამდენიმე საათიანი უწყვეტი ავიადარტყმების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზაზე სახმელეთო შეტევა დაიწყეს, რათა ის სრულად დაიკავონ - ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს”.
სამხედრო ოპერაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ისრაელის ხელმძღვანელობასთან შეხვედრიდან რამდენიმე საათში დაიწყო.
მარკო რუბიომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს სახმელეთო ოპერაციას, თუმცა სურს, რომ ის სწრაფად და რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ არ აპირებს ისრაელის შეჩერებას და საშუალებას აძლევს, რომ ღაზას სექტორში ომთან დაკავშირებით თავად მიიღოს ყველა გადაწყვეტილება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.