ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევის გამო, ირანზე დარტყმას განვახორციელებთ

ირანის რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევის გათვალისწინებით, განვახორციელებთ დარტყმას ძალის გამოყენებით, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა განაცხადა.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, ძლიერად უპასუხონ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას თეირანის ცენტრში რეჟიმის სამიზნეებზე ინტენსიური დარტყმებით.
„პრემიერ-მინისტრთან კოორდინაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, გააგრძელონ ინტენსიური ოპერაცია თეირანზე დასარტყმელად და თეირანში რეჟიმის სამიზნეებისა და ტერორისტული ინფრასტრუქტურის მოსაშლელად“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ორივე რაკეტა მოიგერია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია