სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის გამო, ისრაელი თეირანზე უპრეცედენტო სიმძლავრის იერიშებს აანონსებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განაცხადა, რომ მან უფლებამოსილება მიანიჭა ისრაელის თავდაცვის არმიას (ცახალი) “გააძლიეროს იერიშების ინტენსივობა სტრატეგიულ ობიექტებზე ირანში და სამთავრობო დაწესებულებებზე თეირანში”, რაც მიზნად ისახავს სახელმწიფოსათვის არსებული საფრთხის აღმოფხვრას და აიათოლების რეჟიმის დესტაბილიზაციას.
კერძოდ, კაცის თქმით, დარტყმები განხორციელდება სამთავრობო და სამხედრო ინფრასტრუქტურებზე, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (ირგკ) ობიექტებზე, „სანამ არ იქნება მიღწეული ძირითადი მიზნები“.
ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და დაარტყა ისრაელის ტერიტორიებს. პასუხად, ისრაელი ირანს „მტკიცე და ინტენსიურ რეაქციას“ ჰპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია