ირანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი – ირანს, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ისრაელის მიმართულებით რაკეტები არ გაუშვია

ირანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის განცხადებით, ადგილობრივი დროით დილის 7:30 საათის შემდეგ, მტრის მიმართულებით რაკეტები არ გაუშვიათ, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„თუ ისრაელი შეცდომას დაუშვებს, ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავდასხმა განხორციელდება, ისევე როგორც ომის შეჩერებამდე ერთი საათით ადრე“, – განაცხადა ირანელმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან საუბარში.
მანამდე, ირანულმა მედიასაშუალებებმა უარყვეს ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლა მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის დღეს დილით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ორივე რაკეტა მოიგერია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია