არქივი30 ნოემბერი, 2023, 05:55
ისრაელის თავდაცვის ძალები - ზავის გახანგრძლივების მცდელობების ფონზე, ღაზაში საომარი მოქმედებები არ გაგრძელდება
ზავის გახანგრძლივების მცდელობების ფონზე, ღაზაში საომარი მოქმედებები არ გაგრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„შუამავლების ძალისხმევის გათვალისწინებით, რომ შეთანხმების პირობების მიხედვით მძევლების გათავისუფლების პროცესი გახანგრძლივდეს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაგრძელდება“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
„ჰამასმა“ ცალკე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული პაუზა მეშვიდე დღესაც გაგრძელდება.
ცნობისთვის, ბოლო წუთამდე ღაზაში ზავის გაგრძელების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.