BBC - ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ალყაში მყოფი საავადმყოფო შტურმით აიღეს
BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ალყაში მყოფი საავადმყოფო შტურმით აიღეს, სადაც ასობით ადამიანი იმყოფება. მედიის ინფორმაციით, დილით გამოცხადებული ევაკუაციის შემდეგ, ისრაელის არმია ხან იუნისში, ნასერის ჰოსპიტალში ინტენსიური ცეცხლით შევიდა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, საავადმყოფოს შენობას თავს „ჰამასის“ ათობით მებრძოლი აფარებს თავს, ამასთან შენობაში დაჯგუფების შეიარაღება ინახება.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ისრაელის ჯარისკაცებმა პაციენტებს შენობა იძულებით დაატოვებინეს და საავადმყოფოს შენობის ნაწილობრივ დანგრევას გეგმავენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.