ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის ელჩი - „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა

„ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლების თაობაზე ისრაელთან ყველანაირი მოლაპარაკება შეწყვიტა, - ამის შესახებ რუსეთში ისრაელის ელჩმა, ალექსანდრე ბენ ცვიმ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„ახლა, რამდენადაც მე ვიცი, მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. „ჰამასმა“ ეს საკუთარი ინიციატივით შეაჩერა“, - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, „ჰამასს“ ისრაელის ხელისუფლებისთვის მძევლების სრული სია არ მიუწოდებია.
„მიუხედავად თხოვნისა, „ჰამასს“ არასოდეს წარმოუდგენია სია, ვინ არიან იქ, რა მდგომარეობაში, ცოცხლები არიან თუ არა, დაჭრილები არიან თუ არა. ჩვენ არ ვიცით რა ხდება იქ", - განაცხადა დიპლომატმა.
მისი თქმით, ისრაელი ყველა მძევლის ერთდროულად გათავისუფლებას ელის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.