ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ალყაში მოაქცია ღაზის ჯაბალიას რაიონი, სადაც ჰამასი ძალებს იკრებს

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ალყაში მოაქცია ღაზის ჯაბალიას რაიონი, სადაც ჰამასი ძალებს იკრებს

ისრაელის სამხედროებმა 6 ოქტომბერს განაცხადეს, რომ მისმა ძალებმა ალყა შემოარტყეს ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას რაიონს, იმის საპასუხოდ, რომ ჰამასი - აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ჯგუფად შერაცხილი დაჯგუფება - ძალებს იკრებს მიუხედავად თითქმის ერთწლიანი თავდასხმებისა და ბრძოლისა.
„401-ე ბრიგადისა და 460-ე ბრიგადის ჯარებმა წარმატებით შემოარტყეს ალყა ტერიტორიას და ამჟამად აგრძელებენ ოპერაციას ამ არეალში“, - ნათქვამია სამხედროების განცხადებაში. მათივე დაზვერვაზე დაფუძნებული ინფორმაციით, "ჯაბალიას რაიონში ტერორისტები იმყოფებიან და ტერორისტული ინფრასტრუქტურაა, და ამასთან, ჰამასი ცდილობს აღადგინოს თავისი ოპერატიული შესაძლებლობები ამ რეგიონში".
ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა მაჰმუდ ბასალმა განუცხადა AFP-ს, რომ ისრაელმა მთელი ღამის განმავლობაში მრავალი დარტყმა მიაყენა ჯაბალიას, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.