ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში დაიღუპა 12 პალესტინელი

ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში დაიღუპა 12 პალესტინელი, მათ შორის, ერთი ოჯახის 9 წევრი. ამის შესახებ პალესტინის ავტონომიის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო WAFA-მ განაცხადა 9 ოქტომბერს.
WAFA პალესტინის ნახევარმთვარეზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილოეთ ღაზაში, სეჯაიას რაიონში, ერთი ოჯახის 9 წევრი დაიღუპა, როდესაც მათი საცხოვრებელი ბინა დაიბომბა.
ამავე დროს ცენტრალურ ღაზაში მდებარე ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის იერიშის შედეგად დაიღუპა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.
ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას ახორციელებს მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ქვეყნის სამხრეთს თავს დაესხა რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასი, რომელიც -სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი ტყვედ ჩავარდა და ისინი ღაზაში გადაიყვანეს. ზოგიერთი დღემდე მძევლად რჩება. აცხადებს, რომ მისი მიზანია ჰამასის სრული განადგურება.
საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი ისრაელს ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ადანაშაულებს. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვას 41 000-ზე მეტი პალესტინელი შეეწირა, ძირითადად ქალები და ბავშვები.
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ მათი სამიზნეა მხოლოდ და მხოლოდ ჰამასის ინფრასტრუქტურა და ამტკიცებენ, რომ ჰამასი თავის ობიექტებს მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ათავსებს და სამოქალაქო პირებს ცოცხალ ფარად იყენებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა