ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის არმია აცხადებს, რომ მოკლა ღაზის სექტორის მთავრობის მეთაური

ისრაელის არმია აცხადებს, რომ მოკლა ღაზის სექტორის მთავრობის მეთაური

Reuters-ის სააგენტო 3 ოქტომბერს ავრცელებს ცნობას, რომელიც ისრაელის არმიის განცხადებას ეყრდნობა იმის შესახებ, რომ პალესტინელთა ტერიტორიაზე “გაანადგურეს” ღაზაში მთავრობის ხელმძღვანელი, რაუჰი მუშტაჰა.
ღაზის სექტორს, რომელიც პალესტინელთა ავტონომიის ნაწილია, მართავს ჰამასი, აშშ-ი და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია.
ამავე ცნობით მოკლეს ასევე უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენლები, სამეჰა ალ-სირაჯა და სამი უდეხა.
Reuters-ი იტყობინება, რომ ისრაელის არმიის განცხადება ეხება სამი თვის წინ განხორციელებულ თავდასხმებს.
Reuters-ს 3 ოქტომბერს მოჰყავს ღაზის ჯანდაცვის უწყების მონაცემები, რომელთა თანახმად, შარშან 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის ტერიტორიაზე ისრაელის არმიის თავდასხმების შედეგად მოკლულ იქნა 41 788, ხოლო დაჭრილი 96 794 პალესტინელი.
2023 წლის 7 ოქტომმბერს ჰამასი თავს დაესხა ისრაელის სამხრეთს, სადაც120 პირი დაიღუპა და 250-მდე მძევლად აიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.