ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისნის რაიონში, შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, ისნის რაიონში, შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულს მოტეხილობები აღენიშნება, თუმცა ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს.
ცნობისთვის, ისნის რაიონში შენობის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი პირი დაშავდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, რომელიც ისანში ჩამოინგრა, მობინადრეები არ ცხოვრობდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.