როგორია ვაზისუბანში დაჭრილი 28 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

როგორია ვაზისუბანში დაჭრილი 28 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა? – საუნივერსიტეტო კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
დაშავებული კონტაქტური და ადეკვატურია, თუმცა კვლავ საჭიროებს მედიკოსების დაკვირვებას.
კლინიკაში შეყვანისას ქალს მთელ სხეულზე ათეულობით ჭრილობა და მოტეხილობა აღენიშნებოდა.
“ქალა-სახის მოტეხილობა იყო, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მხრის – სახსრის მოტეხილობა, მუხლის სახსრის, მაჯის და მტევნის მოტეხილობა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის გადმოცემით, ჭრილობები მიყენებულია ცივი იარაღით”- ამბობს მედიკოსი.
28 წლის ქალის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს 15 წლით პატიმრობა ემუქრება – უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ ბიჭიკო ბაჩილავას პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მუხლი დაუმძიმა.
41 წლის კაცს ახლა მეზობლის მკვლელობის მცდელობას ედავებიან – საქმეზე კვალიფიკაცია ქალის სხეულზე აღმოჩენილი უმძიმესი დაზიანებების გამო შეიცვალა – 28 წლის ქალს სახე დასერილი აქვს, ნეკნები ჩატეხილი, სხეულზე კი ათობით ჭრილობა აქვს მიყენებული.
ცნობისთვის, თბილისში, ვაზისუბანში 30 წლამდე ქალი 24 მარტს დაჭრეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ