ისნის რაიონში, შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, ისნის რაიონში, შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განუმარტეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულს მოტეხილობები აღენიშნება, თუმცა ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს.
ცნობისთვის, ისნის რაიონში შენობის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი პირი დაშავდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, რომელიც ისანში ჩამოინგრა, მობინადრეები არ ცხოვრობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას

საია – ვახო სანაიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს