ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიის ეროვნული მაუწყებლის ცნობით, ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით ვულკანი ამოიფრქვა. ამოფრქვევა მეთევზეთა ქალაქ გრინდავიკის ჩრდილოეთით, ადგილობირივი დროით დილის 8 საათზე დაიწყო.
სიტუაციის შესაფასებლად და ამოფრქვევის ზუსტი ადგილის დასადგენად სანაპირო დაცვის ვერტმფრენი გაგზავნეს. მათი თქმით, ლავა ჩრდილოეთით მდებარე სახლებიდან დაახლოებით 450 მეტრშია.

ვულკანის ამოფრქვევას წინ მიწისძვრების სერია უძღოდა. ისლანდიის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირას, ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე, გრინდავიკის მახლობლად, სულ მცირე 200 მიწისძვრა მოხდა.
ცნობისთვის, ისლანდიაში ვულკანი დეკემბერშიც ამოიფრქვა. ეს კი უკვე მეხუთე ამოფრქვევა რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, 2021 წლის შემდეგ.
ასევე ნახეთ:

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.