არქივი14 იანვარი, 2024, 14:41
ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა - მოსახლეობა ევაკუირებულია (ვიდეო)
ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით ვულკანი ამოიფრქვა.
როგორც მედია წერს, ლავა ჩრდილოეთით მდებარე სახლებიდან დაახლოებით 450 მეტრშია და მიედინება ქალაქისკენ.
ისლანდიის მეტეოროლოგიური სადგურის ცნობით, ვულკანის ამოფრქვევას წინ ინტენსიური მიწისძვრები უძღოდა.
ამავე ცნობით, გრინდავიკის მცხოვრებლების ევაკუაცია გვიან ღამით მოხდა. ქალაქი ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშეა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.