ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 51 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 51 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის სამხრეთ ხორასანის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში გაზის აფეთქებას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 20 ადაიანი, - ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მეთანის გაზის აფეთქება ორ ბლოკში, B და C ბლოკებში, მოხდა. მაღარო კომპანია „მადანჯოს“ საკუთრებაა.
”ქვეყნის ქვანახშირის 76 პროცენტის მოწოდება ამ რეგიონიდან ხდება და იქ დაახლოებით 8-10 დიდი კომპანია მუშაობს, მათ შორის კომპანია „მადანჯო“, - აღნიშნა სამხრეთ ხორასანის პროვინციის გუბერნატორმა, ალი აქბარ რაჰიმიმ.
მისი თქმით, სამაშველო ოპერაცია B ბლოკში დასრულებულია. იქ მყოფი 47 მუშიდან 30 დაიღუპა და 17 დაშავდა. C ბლოკში კი სამაშველო სამუშაოები, ჯერჯერობით, ისევ მიმდინარეობს.
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მომხდარის მიზეზების დასადგენად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.