ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა
დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალას გარეუბანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავებულია 11 – ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იტყობინება.
დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს მოხდა საწვავის სატვირთო მანქანასთან მუშაობის დროს.
შემთხვევის შედეგად დაინგრა ბენზინგასამართი სადგურის შენობა, დაზიანდა ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სატვირთო მანქანა.
დაღესტანში 28 სექტემბერი გლოვის დღედ გამცხადდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.