ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიანმარში წყალდიდობასა და ღვარცოფს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მიანმარში წყალდიდობასა და ღვარცოფს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მიანმარში ტაიფუნი „იაგის“ მსხვერპლთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა, 80-მდე ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, შტორმმა გასულ კვირას მოიცვა ჩრდილოეთ ვიეტნამი, ლაოსი, ტაილანდი და მიანმარი, რის შედეგადაც რეგიონში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მიანმარში შტორმმა ძლიერი წყალდიდობა და ღვარცოფი გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე 226 ადამიანი დაიღუპა, განადგურდა ასობით ათასი ჰექტარი მოსავალი.
გაერო-მ განაცხადა, რომ სამოქალაქო ომის შედეგად განადგურებულ ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროება საკვები, ასევე სასმელი წყალი, თავშესაფარი და ტანსაცმელი.
ტაიფუნ „იაგის“ 10 ადამიანი ემსხვერპლა ტაილანდში და ერთი ლაოსში. ვიეტნამში დაღუპულთა რიცხვი 292-ს შეადგენს, დაკარგულად ითვლება 38 ადამიანი, დაზიანდა 230 000-ზე მეტი სახლი და 280 000 ჰექტარი მოსავალი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.