ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანში ფერეიდნელი ქართველების სავარაუდო მკვლელობას სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება

ირანში ფერეიდნელი ქართველების სავარაუდო მკვლელობას სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება

ირანში ფერეიდნელი ქართველების სავარაუდო მკვლელობას საქართველოს  მეხუთე პრეზიდენტი ეხმაურება.  განცხადებას სალომე ზურაბიშვილი X-ზე ავრცელებს.

"მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა სამძიმარი ირანში მცხოვრები  ქართველი ეთნიკური თემის მიმართ - ისპაჰანში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისას დაღუპულთა გამო"- დაწერა ზურაბიშვილმა. 

"ირანის ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული" - ინფორმაციას ორგანიზაცია ფერეიდნიდან საქართველომდე ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, "ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლულია დაახლოებით 70 წლის ქალი, რომელსაც ხელში თავისი მცირეწლოვანი შვილიშვილი (გოგონა) ეჭირა".

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.