არქივი6 აპრილი, 2024, 08:20
ირანული მედია - ირანში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრები დააკავეს
ირანში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრები დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ირანის პოლიციამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი უფროსი მებრძოლი, მოჰამად ზაკერი და ორი წევრი თეირანის დასავლეთით მდებარე ქალაქ კარაჯში დააკავა.
პოლიციის განცხადებით, დაკავებულები მომავალ კვირას, რამადანის დასრულების აღსანიშნავად გასამართ ღონისძიებებზე თავდასხმებს გეგმავდნენ.
ცნობისთვის, იანვარში, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ გენერალ ყასეიმ სულეიმანის საფლავთან მომხდარ ორ აფეთქებაზე აიღო პასუხისმგებლობა, რომელთა შედეგადაც, 100-მდე ადამიანი დაიღუპა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.