არქივი6 აპრილი, 2024, 13:26
თურქეთში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 48 ადამიანი დააკავეს
თურქეთში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 48 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია ავრცელებს.
ალი იერლიკაიას ცნობით, დაკავებულები იანვარში, სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირებთან არიან დაკავშირებული. შეგახსენებთ, იანვარში, სტამბოლის სანტა მარიას კათოლიკურ ეკლესიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლის გახსნა, რის შედეგადაც თურქეთის ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.