არქივი9 აპრილი, 2024, 12:27
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მუქარის გამო, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბარსელონას“ საფეხბურთო მატჩზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მუქარის გამო, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბარსელონას“ საფეხბურთო მატჩზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანენი ავრცელებს.
„პოლიციამ, რომელსაც დღეს დილით ვესაუბრე, უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვნად გააძლიერა“, - განაცხადა ჟერალდ დარმანენმა.
ჟერალდ დარმანენის ცნობით, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული დაჯგუფება იმ ოთხივე სტადიონს დაემუქრა, რომელზედაც დღეს და ხვალ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.