არქივი20 იანვარი, 2024, 12:08
ირანული მედია ადასტურებს, რომ სირიაში, საჰაერო იერიშის შედეგად ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის 4 ოფიცერი დაიღუპა
ირანული მედია ადასტურებს, რომ სირიაში, საჰაერო იერიშის შედეგად ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის 4 ოფიცერი დაიღუპა.
„რევოლუციური გვარდიის სირიის დაზვერვის უფროსი, მისი მოადგილე და გვარდიის ორი სხვა წევრი ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებულ თავდასხმას მოწამეობრივად ემსხვერპლნენ“, - აცხადებს ირანის საინფორმაციო სააგენტო Mehr-ი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, სირიის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამასკოში, მრავალსართულიან შენობაზე საჰაერო დარტყმა, სავარაუდოდ, ისრაელმა განახორციელა. ისრაელი გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.