სავარაუდოდ, სირიაში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოფიციალური პირი დაიღუპა

სავარაუდოდ, სირიაში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოფიციალური პირი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სირიის მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დამასკოში, მრავალსართულიან შენობაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, რომლის უკან, სავარაუდოდ, ისრაელი დგას, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
სირიის სახელმწიფო მედია დამასკოში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს.
გავრცელებულ ინფორმაციას ისრაელი ჯერჯერობით არ ადასტურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია