ისრაელის ავიადარტყმის შედეგად დამასკში დაიღუპნენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოთხი წევრი დაიღუპა ისრაელის მიერ სირიის დედაქალაქ დამასკში, საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული დარტყმის შედეგად. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. სააგენტოს თანახმად, შენობა სრულიად განადგურებულია. მას იყენებდნენ ირანელი მრჩევლები, რომლებიც სირიის მთავრობას უჭერენ მხარს.
რადიო თავისუფლების ირანული სამსახური ხუთი დაღუპულის შესახებ იტყობინება.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-მ მომხდარს „ისრაელის აგრესიის აქტი“ უწოდა.
ირანის მედია წერს, რომ ავიადარტყმის შედეგად დაიღუპნენ სირიაში გუშაგთა კორპუსის დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური, იუსეფ ომიდზადე და მისი მოადგილე.
ისრაელის მედია იტყობინება, რომ რაიონში, სადაც მოხდა აფეთქება, ცხოვრობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი ზიად ალ-ნახალა და აკრამ ალაჯური, რომელიც ორგანიზაციის მთელი სამხედრო საქმიანობისთვის არის პასუხისმგებელი.
„ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ალ-ნახალა არ დაშავებულა.
ადამიანის უფლებების სირიული ცენტრის თანახმად, რომელსაც დიდ ბრიტანეთში უდევს ბინა, შენობაში, რომელზეც განხორციელდა დარტყმა, ირანის მხარდამჭერ ლიდერთა შეხვედრა მიმდინარეობდა. ორგანიზაცა მათ ვინაობას არ აკონკრეტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ